სიახლეები

მეღვინეობა ფერაძის ახალი საწარმო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს

 B4a3234 (1)

მცხეთაში, არმაზის ულამაზეს ხეობაში ფერაძის მეღვინეობის ახალი, თანამედროვე სტანდარტის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა და ღვინის მოყვარულთა მისაღებად მზად არის. 

ახლო მომავალში, მეღვინეობა ფერაძე სტუმრებს ბევრ სიახლეს და ახალ სერვისებს  შესთავაზებს, მათ შორის საწარმოს ტერიტორიაზე ღვინის ტურების,  დეგუსტაციებისა და სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვის კუთხით. ადგილზე  მოეწყობა ღვინის მაღაზიაც, სადაც წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა ფერაძის პროდუქციის სრული ასორტიმენტი.

აღსანიშნავია, რომ  ახალი საწარმო აერთიანებს ოთხ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს: 

  • სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სტუმრები შეუძლიათ  დააგემოვნონ ფერძის გამორჩეული ღვინოები უგემრიელეს ხემსისა და ქართული ნუგბარის თანხლებით;
  • საწარმოო სივრცე, სადაც განთავსებულია ცისტერნები, ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი და ლაბორატორია;
  • მარანი/ვინოთეკა, სადაც განლაგებულია ქვევრები და მუხის კასრები და ხორციელდება ღვინის დავარგება;
  • საწყობი, სადაც განთავსებულია სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია.   

მეღვინეობა, ამჟამად 15 სახეობის  ღვინოს აწარმოებს და მის რეალიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთის ბაზარზე წარმატებით ახორციელებს.

Get in touch with us

Add Your Heading Text Here