წესები და პირობები

  • პირობების მიღება

მადლობა, რომ ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს. www.peradzewinery.ge-ით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გთხოვთ, წაიკითხოთ ყურადღებით.

  • ასაკობრივი შეზღუდვა

ამ ვებსაიტის სარგებლობისას, თქვენ ადასტურებთ,  რომ ხართ 18 წელს ზემოთ. 18 წლამდე ასაკის პირებს არ შეუძლიათ ჩვენი ვებგვერდის გამოყენება. 

  • საკუთრების უფლება და კონტენტის გამოყენება

ჩვენი ვებგვერდის მთელი კონტენტი, მათ შორის: ტექსტი, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ, ასევე  პროგრამული უზრუნველყოფა, არის Peradze Winery-ის საკუთრება და დაცულია საავტორო უფლებითა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა კანონებით.

  • გარანტიის უარყოფა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი ვებგვერდიან სერვერი, რომელზეც ის არის აწყობილი, იმუშავებს უწყვეტად, უხარვეზოდ და თავისუფალია ვირუსებისგან  ან სხვა შესაძლო პრობლემებისგან.

  • დაჯავშნა და გადახდა

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ღვინის საწარმოში ტური და ღვინის დეგუსტაცია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. დაჯავშნის განხორციელება დამოკიდებულია თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობაზე, შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ  ჯავშანზე ნებისმიერი მიზეზით. საწარმოში ტურისა და დეგუსტაციის ღირებულების  გადახდა უნდა მოხდეს სრულად ან 30%-იანი დეპოზიტის სახით დაჯავშნის დროს. ჩვენ ვიღებთ როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათებს. დარჩენილი თანხა გადახდა მოხდება ადგილზე, ტურისა და დეგუსტაციის დაწყებამდე, როგორც ბარათით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.

ვებგვერდის საშუალებით ღვინის შეძენისას, თანხის გადახდა ხდება სრულად.

  • გაუქმების პირობები და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმების გადაწყვეტილების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მაქსიმალურად მოკლე დროში. გაუქმების პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს ჯავშნის ტიპის მიხედვით.   24 საათი + ადრე გაუქმებულ ჯავშანზე, თანხის  დაბრუნება მოხდება სრულად.  სხვა შემთხვევაში გაუქმებული ჯავშნებისთვის თანხის დაბრუნება ექვემდებარება გაუქმების საკომისიოს ან შესაძლო, საერთოდ არ  ანაზღაურდეს,  გააჩნია ჯავშნის ტიპს და გაუქმების დროს. 

შეძენილი ღვინო  ექვემდებარება შეცვლას/დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღვინის გაუხსნელი ბოთლი  დაზიანებულია ან აქვს ნაკლი, სხვა შემთხვევაში  პროდუქცია არ იცვლება და არ ბრუნდება. 

  • თანხის დაბრუნების ვადები

თანხის დაბრუნება ხორციელდება ჯავშნის გაუქმებიდან/პროდუქციის დაბრუნებიდან 3-4 სამუშაო დღეში.

  • ფასები

ჩვენ ვებგვერდზე მითითებული ყველა ფასი ნებისმიერ დროს ექვემდებარება ცვლილებას შეტყობინების გარეშე.

  • მიწოდება

ტრანსპორტირების ხარჯები დამოკიდებულია შეძენილი პროდუქციის რაოდენობაზე. 18:00 სთ-მდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება,  თბილისის მასშტაბით, განხორციელდება შეძენიდან 2-3 საათის ფარგლებში. ხოლო, 18:00 სთ-ის შემდგომ შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მეორე დღის 12:00 სთ-მდე.

რეგიონებში პროდუქციის მიწოდების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია შეძენილი ღვინის რაოდენობაზე. 

  • ზარალის ანაზღაურება

ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას, თქვენ თანახმა ხართ, ზიანის მიყენების შემთხვევაში აანაზღაუროთ ზარალი და დატოვოთ ჩვენი მეღვინეობის ტერიტორია ყოველგვარი  პრეტენზიისა და მოთხოვნების გარეშე.

  • მარეგულირებელი კანონმდებლობა

აღნიშნული წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია წინამდებარე პირობებთან ან თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებასთან, განხორციელდება ექსკლუზიურად

  • ცვლილებები  წესებსა და პირობებში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ან შევცვალოთ წინამდებარე პირობები ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით გამოხატავთ თანხმობას დაიცვათ პირობები და წესები ნებისმიერი ასეთი ცვლილების შემდეგ.

ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

  • დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა აღნიშნულ  წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე:  [email protected]  

Get in touch with us

Add Your Heading Text Here