კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2024 წლის 18 ნოემბერი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენი ვებგვერდს www.peradzewinery.ge  

ჩვენ ვებგვერდზე გროვდება ორი სახის ინფორმაცია:

პერსონალური ინფორმაცია: ეს არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს პირის იდენტიფიცირებისთვის, ეს არის:  გვარ-სახელი, ტელეფონის ნომერი და საფოსტო მისამართი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებგვერდის რეგისტრაციისას ან სხვა მომსახურების მიღებისას. 

არაპერსონალური ინფორმაცია: ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს თქვენს პირად იდენტიფიკაციას, როგორიცაა თქვენი აქტივობა ვებსაიტზე, დემოგრაფიული ინფორმაცია (თუ მოხდება მოწოდება) და ტექნიკური ინფორმაცია თქვენი მოწყობილობისა და ინტერნეტის შესახებ.

  • შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების მიზნები:

ჩვენ ვიყენებთ თქვენ ინფორმაციას ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისთვის და კომფორტული მომსახურების შეთავაზებისთვის, მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციისთვის და მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებისთვის. 

ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენ მიერ  ვებგვერდის მეშვეობით გადმოგზავნილ შეკითხვებსა და თხოვნებზე უკუკავშირისთვის. ასევე, თქვენი თანხმობით, ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ   თქვენი ელფოსტის მისამართი  მარკეტინგული სიახლეების გამოსაგზავნად, თუმცა თქვენ, ამ კომუნიკაციების მიღებაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ. 

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც გვიზიარებთ რეგისტრაციის დროს, არის კონფიდენციალური და არ გაიცემა მესამე მხარეზე, გარდა კანონით გათვალისწინებული და სხვა შემთხვევებისა, მათ შორის:

სერვისის პროვაიდერები: ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია მესამე მხარის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ვებსაიტის მუშაობაში, როგორიცაა გადახდის პროცესორები და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის სერვისები. ეს სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

სამართლებრივი მოთხოვნები: ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია, თუ ამას კანონი გვავალდებულებს ან ასეთი გამჟღავნება აუცილებელია სასამართლოს ბრძანების, ან სხვა სამართლებრივი პროცესის შესასრულებლად.

  • მონაცემთა უსაფრთხოება: 

ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისა და განადგურებისგან. თუმცა, ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის 100% უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია.

  • ბანკის ტრანზაქციები:

ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენს საბანკო ანგარიშებთან. ვებ-გვერდზე არსებული ყველა ფინანსური ტრანზაქცია მუშავდება ბანკის მიერ მოწოდებული უსაფრთხო სერვერის მეშვეობით.

  • მომხმარებლის უფლება: 

მონაცემთა წაშლა –  თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა ნებისმიერ დროს. 

მარკეტინგული კომუნიკაციები – თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენგან მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე ნებისმიერ დროს. 

  • cookie ფაილები

ჩვენ ვებგვერდზე ვიყენებთ cookie ფაილებს, თქვენი, როგორ მომხმარებლის გამოცდილების, ასევე ჩვენი ვებგვერდს შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის. Cookie ფაილების დახმარებით ვახდენთ ვებ-გვერდის გამოყენებაზე დაკვირვებას, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებას და ანალიზს.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ cookie-ს გამორთვა თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში, მაგრამ ამან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი საიტის გარკვეული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა.

  • ბავშვების/მოზარდების კონფიდენციალურობა

ჩვენი სერვისები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მიერ გამოყენებისთვის, შესაბამისად,  ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებზე.

  • ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:

სახელმწიფო რეგულაციების თანახმად ან სხვა აუცილებლობის შემთხვევაში,  შესაძლოა მოხდეს აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება. განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შევა ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, პერიოდულად გადაამოწმოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რათა არ გამოგეპაროთ განხორციელებული ცვლილებები.

  • კონტაქტი:

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]  

Get in touch with us

Add Your Heading Text Here