შეთავაზებები

ღვინის სადეგუსტაციო ტური

ღვინის სადეგუსტაციო ტურის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ საწარმო, გაეცნონ ღვინის წარმოების როგორც ტრადიციულ ქართულ, ისე ევროპულ მეთოდებს, დაათვალიერონ მარანი, სადაც ქვევრებსა და კასრებში დაყენებული სხვადასხვა სახის ღვინო სრულყოფილ სახეს იღებს. ტურის ბოლოს, სპეციალურ სივრცეში,  პროფესიონალი სომელიე სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის ღვინის დეგუსტაციას გამართავს.

ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს და მოიცავს:

  • ტურს საწარმოში
  • 4 სახის ღვინის დეგუსტაციას 
  • ხემსის დაფას (ყველის დაფა, ქართული ნუგბარის დაფა, შერეული დაფა)
Wine Is Poured From A Bottle In Glass On Wooden Ta 2023 11 27 05 14 09 Utc
Degustation 3

ღვინის სადეგუსტაციო ტური ხელმისაწვდომია ყოველდღე,  12:00-დან 18:00-მდე.  შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ღვინის სადეგუსტაციო ტურის მოწყობა ქართულ/ინგლისურ/რუსულ ენებზე.

ტურის ღირებულება შეადგენს:

  • ინდივიდუალური  – 90 ლარი (ერთ სტუმარზე)
  • 2-5 სტუმარი –  50  ლარი (ერთ სტუმარზე) 
  • 6 + სტუმარი – 40 ლარი (ერთ სტუმარზე)

დეგუსტაციაზე დაიშვებიან მხოლოდ +18 ასაკის სტუმრები. 18 წლამდე მოზარდების და ბავშვების დასწრება დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან უფროსი ასაკის თანმხლებ პირთან ერთად. 

ღვინის სადეგუსტაციო ტური

ჯავშნის ფორმა



Get in touch with us

Add Your Heading Text Here