ჩვენ შესახებ

წარმოება

წარმოება

მეღვინეობა ფერაძის ახალი, თანამედროვე სტილის და საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შექმნილი საწარმო აღჭურვილია ევროპული წარმოების უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებით, ქვევრებითა და ფრანგული მუხის კასრებით, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ როგორც კლასიკური, ისე ქვევრსა და კასრში დავარგების მეთოდით სხვადასხვა სახის პრემიუმ კლასის ღვინო ქართული ენდემური ვაზის ჯიშებისგან. 

მეღვინეობა ფერაძის ღვინის მაღალ ხარისხს, არომატსა და მდიდარ ტონებს ღვინის წარმოების სრული ციკლის ზედმიწევნით მაღალ დონეზე დაცვა და კონტროლი განაპირობებს.  ვენახებიდან ხელით დაკრეფილი, ნარჩევი ყურძნის დაწურვით დაწყებული, ბოთლში ჩამოსხმით დამთავრებული, ყველა პროცესი პროფესიულ დონეზე, ჩვენი გამოცდილი ტექნოლოგის და მეღვინის ზედამხედველობით და რაც მთავარია, ღვინის დიდი სიყვარულით ხორციელდება.

 B4a3264 (1)
 B4a3613 (1)

ხარისხის კონტროლი

პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება, ხარისხის მუდმივი კონტროლის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ საწარმოში განთავსებულია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც წარმოების სრული პროცესის განმავლობაში, ნედლეულის მიღებიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, პროდუქციის მუდმივი კონტროლი ხორციელდება. საწარმოში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემაც. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე სტანდარტის დაცვა და მუდმივი ზედამხედველობა განაპირობებს ჩვენი ღვინოების უმაღლეს ხარისხს, გამორჩეულ და დაუვიწყარ გემოს. 

ექსპორტი

მეღვინეობა ფერაძის პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე (მაღალი კლასის სასტუმროები, რესტორნები, ღვინის სპეციალიზებული მაღაზიები),  ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. 

დღეისათვის, ჩვენი ღვინოების ექსპორტი ხორციელდება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ირლანდიის, ყაზახეთის, რუსეთის, გერმანიის და ჩეხეთის ბაზრებზე.

Production 2

Get in touch with us

Add Your Heading Text Here