ჩვენ შესახებ

ისტორია

ისტორია

მეღვინეობა ფერაძის ისტორია 2017 წელს იწყება, როდესაც მეღვინეობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ფერაძემ ბიზნესად აქცია და ოჯახური მარანი შექმნა. საწყის ეტაპზევე ორიენტირი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე გაკეთდა. კომპანია წლის განმავლობაში, აწარმოებდა 6 სახის, დაახლოებით, 10 ათას ბოთლ პრემიუმ კლასის ღვინოს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდებოდა.

ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციებისა და კულტურის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებთან შერწყმამ ხელი შეუწყო კომპანიის განვითარებას და გამორჩეული, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ღვინის წარმოებას. წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იზრდებოდა როგორც წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, ისე ღვინის სახეობები და სარეალიზაციო ბაზარი.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე წელს, მეღვინეობა ფერაძის ღვინოებმა, ღვინის პროფესიონალთა და მოყვარულთა აღიარება დაიმსახურეს.

 b4a3443 (1)
Peradze winery hero

ადგილმდებარეობა

მეღვინეობა ფერაძე თბილისთან ახლოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით მდიდარ ქალაქ მცხეთიდან 4 კმ-ში, არმაზში მდებარეობს. ულამაზესი ბუნება, ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლები, თანამედროვე ტიპის საწარმო, კეთილმოწყობილი ტერიტორია და რაც მთავარია, საუკეთესო ქართული ღვინო ჩვენი სტუმრებისთვის საუკეთესო განწყობის და დადებითი ემოციების შექმნის გარანტიაა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციამ და ქვეყანაში გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა საქართველოში ღვინის ტურიზმი მნიშვნელოვნად განავითარა. ხარისხიანი პროდუქცია, ადგილმდებარეობა, ინფრასტრუქტურა და გარემო ის უპირატესობებია, რომლითაც მეღვინეობა ფერაძე ღვინის მოყვარულ ადგილობრივებს თუ უცხოელ ტურისტებსა და დედაქალაქის სტუმრებს იზიდავს. 

საწარმოო ინფრასტრუქტურა

2024 წელს, მეღვინეობა ფერაძემ გახსნა თანამედროვე სტანდარტის, უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით აღჭურვილი ახალი საწარმო, რომელიც ღვინის ქარხანას, მარანს, ლაბორატორიას, სადეგუსტაციო სივრცესა და ღვინის მაღაზიას აერთიანებს.

ჩვენი პრემიუმ კლასის ღვინო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამ ძირითად რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი) მოყვანილი საუკეთესო ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან მზადდება.

დღეისათვის, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, წლიურად, 80-100 ათასი ბოთლ ღვინოს შეადგენს. ასორტიმენტი მრავალფეროვანია და თხუთმეტი სახეობის ღვინოს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ფერაძე ღირსეულად აგრძელებს ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, საუკეთესო ყურძნის ჯიშებით ხარისხიანი ღვინის წარმოებითა და მომხმარებლისთვის ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის გაცნობით.

Production 4

Get in touch with us

Add Your Heading Text Here