სიახლეები

4 ოქრო და პრიზი კონკურსის საუკეთესო თეთრი ღვინო – ფერაძის ღვინოების მორიგი წარმატება

ნიუსისთვის იმერული ღვინის ჯილდო

იმერული ღვინის კონკურსზე Imeretian wine Challenge 2024 მეღვინეობა ფერაძის ოთხმა ღვინომ – ცოლიკოური 2022 (მუხა), ცოლიკოური 2023, კრახუნა ქვევრის 2022, კრახუნა 2023  – ოქროს მედლები დაიმსახურა. ამასთან, ცოლიკოური 2023 კონკურსის საუკეთესო თეთრ ღვინოდ აღიარეს. გამარჯვებულთა დაჯილდოვების ღონისძიება 2 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

Imeretian wine Challenge 2024-ზე წარდგენილი იყო მხოლოდ 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშებისაგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული ღვინოები. კონკურსის ჟიურინის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ღვინის ექსპერტები: ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი, საბა ქიტიაშვილი, ქეთევან ჯურხაძე, რობერტ ჯოზეფი (ბრიტანეთი), ტომას ბრენდლი (გერმანია), დავიდე ბარტონე (იტალია), მეთიუ ჰორკეი (ამერიკა), ირინა ძიანჩენკოვა (უკრაინა).

კონკურსი, რომელიც DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა, მიზნად ისახავს იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად, იმერეთის როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის პოპულარიზაციას.

Get in touch with us

Add Your Heading Text Here